დაცვის  ბიბლიოთეკა

უსაფრთხოების უზრუნველყოფის სახელმძღვანელო

ნეილ ლივინგსტოუნი

პრაქტიკული სახელმძღვანელო წარმოადგენს ქართულ ენაზე პირველად ნათარგმნ "სრული კრებულს თანამდებობის პირთა და საქმიანი წრეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში", რომელიც შედგენილია აშშ-ში ტერორიზმისა და შიდა ნაციონალური კონფლიქტების ინსტიტუტის პრეზიდენტის ნეილ ლივინგსტოუნის მიერ, ელიტური ქვედანაყოფის, "დელტა"-ს ყოფილი თანაშრომლების მონაწილეობით. სახელმძღვანოლოში გადმოცემულია პრაქტიკული და რაციონალური რჩევა მათთვის ვისაც სურს დაიცვას საკუთარი სიცოცხლე, ოჯახის უსაფრთხოება და საკუთარი კომპანიის კეთილდღეობა

სამოქალაქო თავდაცვა ყველასთვის

(მოქმედება საბრძოლო ვითარებაში) 

გიორგი მკურნალიძე ზაალ სარაჯიშვილი

წიგნში წარმოდგენილი საბაზისო მასალები და ზოგადი ასპექტები/ინსტრუქციები განკუთვნილია სამოქალაქო პირთათვის, რათა სხვადასხვა ინტენსივობის: მასობრივი არეულობების, სამხედრო კონფლიქტების, სამხედრო ოპერაციების და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დროს გაიზარდოს დაცულობის ხარისხი. წიგნში ავტორები შეეცადნენ გააერთიანებინათ უახლესი პერიოდის სხვადასხვა სამხედრო კონფლიქტებისა და ომების ანალიზის შედეგად დაგროვილი ინფორმაცია, ცოდნა, გამოცდილება და მოეხდინათ სათანადო სისტემატიზაცია. შექმნილი სურათის ბაზაზე შეიმუშავეს ეფექტური საფეხუროვანი ტიპოლოგიური ქცევის სისტემა სამოქალაქო პირთათვის საომარი ვითარების პირობებში.

ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა

გზამკვლევი

ზაალ სარაჯიშვილი გია გვასალია

გზამკვლევი არის მცდელობა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის (ოსს), როგორც გამოძიების არაპროცესუალური ნაწილის და ზოგადად სამართალდამცავი საქმიანობის სახეობის სრულად წარმოჩინებისა იურიდიული საზოგადოებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული პირების წინაშე. გზამკვლევი განკუთვნილია იურისტებისათვის, პოლიციელებისათვის, დეტექტივებისთვის, გამომძიებლებისთვის, პროკურორებისთვის, სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისათვის, ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტებისათვის და ამ სფეროთი დაინტერესებულ პირთათვის.