
სდსს ისტორია
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (სდსს) დაარსდა 1994 წლის 23 ივნისს . იგი შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სამთავრობო დაცვის სამმართველოს ბაზაზე და ეწოდა "საქართველოს რესპუბლიკის სამთავრობო დაცვის სამსახური". ეს იყო რთული პერიოდი ქვეყნისთვის, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომი წლები, როდესაც ახალგაზრდა სახელმწიფოს სჭირდებოდა ძლიერი ინსტიტუტების ჩამოყალიბება. სდსს გახდა სამხედრო, სამართალდამცავი და იმავდროულად ანტიტერორისტული ქვედანაყოფი. 1996 წელს „საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ კანონის საფუძველზე, უწყებას დაერქვა მისი ამჟამინდელი სახელწოდება.
სდსს დაცვის ობიექტებს წრე კანონმდებლობით არის განსაზღვრული და სამსახური პასუხისმგებელია როგორც უმაღლესი თანამდებობის პირების (საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეები), ასევე სტრატეგიული ობიექტების უსაფრთხოებაზე. ამას გარდა, საერთაშორისო პროტოკოლის შესაბამისად, სდსს უზრუნველყოფს საქართველოში ვიზიტით მყოფი უცხო სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურების და სხვა მაღალი რანგის სტუმრების დაცვას, ასევე ახორცილებს საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების დაცვას.
სდსს ისტორიაში არის გმირული და ტრაგიკული გვერდებიც. მორიგეობის შესრულებისას დაიღუპა უწყების 7 თანამშრომელი . მათგან ორი დაიღუპა 1998 წლის 9 თებერვალს თბილისში, პრეზიდენტის კორტეჟზე განხორციელებული თავდასხმის დროს.
დღეს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური (სდსს) არის თანამედროვე, პროფესიონალი და მაღალი რეპუტაციის მქონე უწყება. იგი უზრუნველყოფს უმაღლესი თანამდებობის პირების, უცხოელი სტუმრებისა და სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტების უსაფრთხოებას. დაარსების დღიდან დღემდე, სდსს მტკიცედ გაიარა ჩამოყალიბების გზა და დღეს წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საყრდენს.
2019 წელს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ყოფილ სამხედრო მოსამსახურეების საინიციატივო ჯგუფის მიერ დაფუძნდა არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირი - „სდსს ვეტერანთა კავშირი“, რომელმაც სახელმწიფო დაცვის ვეტერანთა დასაქმების მიზნით, დააფუძნა კერძო დაცვისა და უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია - "შპს სდსს ვეტერანები". ამიტომაც, კომპანიის მენეჯმენტი და თანამშრომლები არიან მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის (სდსს) ვეტერანთა კავშირის წევრები, რომელთაც გააჩნიათ სახელმწიფო დაცვის მრავალწლიანი გამოცდილება და გავლილი აქვთ მაღალი სტანდარტების სპეციალური მომზადება.
